Eco Village in Uplistsikhe

Unity

A space to return to nature, peace, and yourself.

„ერთობა“ — ეს არის სოფელი რომელსაც ვაშენებთ 2 ჰექტარ მწვანე სივრცეში, ტბისა და ტყის გარემოცვაში. ეს არის ადგილი ადამიანებისთვის, ვისაც სურს გათავისუფლდეს ქალაქური რუტინისგან და დაუბრუნდეს ბუნებრივ რიტმს, სიმშვიდესა და საკუთარ თავს.
ჩვენ წარმოვადგენთ გორში, კერძოდ უფლისციხეში მდებარე დასახლება “ერთობას” რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, რესურსების გაზიარებასა და თვითგანვითარებაზე და რომლის იდეაც უკვე თითქმის მთელი საქართველოსთვის საყვარელ ალექსი გოგოლაძეს ეკუთვნის. თითოეულ ჩვენგანს თვითგამორკვევის, გამოღვიძების გზაზე ადამიანების მხარში დგომა, სხვადასხვა ტიპის რესურსების მოპოვება და რაც მთავარია, ინფორმაციის წყარო გვჭირდება, რომელიც ხშირად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და სულიერი პროცესების სწორად გასაგებად და წასამართად.
ალექსი გოგოლაძე რომელმაც თავისი ორი ჰექტარი მიწა “ერთობას” გაუზიარა და ახლა ჩვენთან ერთად ცდილობს არსებული განაშენიანებული ტერიტორიის მულტიფუნქციურ ცენტრად გარდაქმნას, რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და რომლის შექმნაშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.
სიმწვანით შემოსილი ეს განსაკუთრებული ტერიტორია ტბით, რამოდენიმე არსებული ნაგებობით და ბაღებით რომელიც საჭიროებს გამოცოცხლებას და ხელის შევლებას რათა განვახორციელოთ უნიკალური სამომავლო თავშეყრის ადგილი.

Why do we need your help?

მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ გარდავქმნათ არსებული ტერიტორია ისეთ თავისუფალ, დაცულ სივრცედ სადაც ადამიანებს მიეცემათ საშუალება დაისვენონ, დაესწრონ მედიტაციებს, ვორქშოფებსა და რითრითებს, დასვან ნებისმიერი კითხვა და ერთმანეთში გააზიარონ გამოცდილებები, ან უბრალოდ გაატარონ დრო ბუნებაში სიმშვიდისა და საკუთარი თავის შეცნობისთვის მიუხედავად იმისა თუ როგორი ფინანსური შესაძლებლობა ექნებათ. 

სივრცე ალექსისთან უმასპინძლებს ყველა მსურველს გამონაკლისის გარეშე!

ამისათვის საჭიროა

არსებულ შენობათა რეკონსტრუქცია და განახლება, არსებული საცურაო და სათევზაო ტბის გადიდება, იოგა/სამედიტაციო სივრცისა და კოტეჯების მშენებლობა, ინტერაქციული ბუნებასთან შეხამებული კონსტრუქციების მოწყობა, სათბურის და ხეხილის ბაღის გაშენება (ორგანული ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანად, რომელიც უკვე მზადების პროცესშია) 

როგორ შეგიძლია დახმარება?

  • ფინანსური დონაციით_ნებისმიერი თანხა დაგვეხმარება ნაბიჯ-ნაბიჯ  მიზნის განხორციელებაში
  • სხვადასხვა რესურსით და მასალით მომარაგება: სამშენებლო მასალები (ხე, ფანერა, აგური, კრამიტი, ავეჯი და ა.შ)
  • ფიზიკური შრომით_მოხალისეობრივი მონაწილეობით! (ყოველი ადამიანის ფიზიკური ენერგია შეუფასებელია)
  • იდეების, კავშირების და ცოდნის გაზიარებით
  • ჩვენი ვებსაიტის მეგობრებთან გავრცელებით რათა მეტ მსურველს და მაძიებელს მივაწვდინოთ ხმა ჩვენს როგორც რესურსის და სულიერ გზაზე დამხმარე ძალის შესახებ
en_USEnglish

Compare Listings